Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს

ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება  N 85/01-01 05.05.2025 ). 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2025 წლის 7 მაისის 10:00 საათიდან  16 მაისის 16:00 საათამდე.

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი, 107 ოთახში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

შესვენება 13:00-14:00 საათი.

 

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 20 მაისი.

 

აპელაცია 21 მაისის 13:00 საათამდე.

აპელაციის შემთხვევაში განცხადება იგზავნება ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

 

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

  • პირადობის მოწმობის ასლი. 
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან). 
  • 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2024 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით):
    • სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    • სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • მიმდინარე სემესტრში (2025 წლის 5 თებერვლიდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

 

 

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ 9, 10, 11, 12 მაისი დასვენების დღეებია.

 

 

 

გისურვებთ წარმატებებს!